2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე დარეგისტრირებული 463 საპროექტო განაცხადიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით (წამყვანი ორგანიზაცია), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტმა: “ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) როლი სოფლის მმართველობაში: პოლიტიკური მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი მუნიციპალურ დონეზე” მე-3 ადგილი დაიკავა;
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამონაწილეობა ინიცირებულია უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ, თემურ გუგუშვილის მიერ; პროექტში ასევე მონაწილეობს ამავე უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, დოქტორი, თამარ კაკუტია; კვლევის განხორციელებაში ჩაერთვებიან ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებიც.