2023 წლის თებერვალში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გაიმარჯვა “კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF)” მიერ გამოცხადებულ პირველ საგრანტო კონკურსში პროექტით: “Computational Social Sciences for Development”;
პროექტში ჩართული უნივერსიტეტებია: 1. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 2. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და 3. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი);
CIF-ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკრეტული მიმართულებების განვითარება, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზება და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერება; პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მსოფლიო ბანკი ერთობლივად ახორციელებენ.