2023 წლის 23 თებერვალს, მულტიდისციპლინურმა კვლევითმა ცენტრმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება მოიპოვა საპროექტო განაცხადზე „საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე: პოლიტიკა, საზოგადოება, დრო, საქართველოს ინტეგრაციის ნარატივები“.
პროექტი მიზნად ისახავს: იმპერიებთან და გლობალურ სახელმწიფოებთან საქართველოს ინტეგრაციების პროცესების ანალიზს წინაკაპიტალისტურ და კაპიტალისტურ ეპოქებში, საერთაშორისო გლობალურ პოლიტიკურ ქსელებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესების და მისი შედეგების შესწავლას, ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ-სოციალური და კულტურული ორიენტირების გაშუქებას;