აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი „ციფრული წიგნიერება და მულტიმედია ჟურნალისტიკა“ მიმდინარეობდა 2022 წლის 15 აპრილიდან 15 ნოემბრის პერიოდში.
პროექტის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებში ფაქტების გადამოწმებისა და მულტიმედიური ჟურნალისტური პროდუქტების შექმნის უნარების განვითარება.
2022 წლის აპრილში პროექტში ჩართული ოთხი უნივერსიტეტის (GIPA, CU, UG და IBSU) ჟურნალისტიკის სკოლების ადმინისტრაციამ შეარჩია სამ-სამი სტუდენტი, რომლებიც სტაჟირებას გაივლიდნენ მედიის განვითარების ფონდში (MDF), კერძოდ, ფონდის პროექტ „მითების ლაბორატორიაში“.სტაჟიორებთან პირველი საორიენტაციო შეხვედრა MDF-ში 2022 წლის 11 მაისს გაიმართა. ამის შემდეგ სტუდენტები დისტანციურად, სახლიდან მუშაობდნენ. მათ მუშაობის პროცესს კოორდინრიებას უწევდნენ MDF-ის ფაქტ-ჩეკერები.
საბოლოოდ, მითების ლაბორატორიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 8 ანალიტიკური მასალა. აქედან 3 მასალაში გამოაშკარავებული იყო დეზინფორმაცია, 5 მასალაში კი – მანიპულაცია.