მეცნიერება & კვლევა

აკადემიური წერის ცენტრი

აკადემიური წერის ცენტრის მიზანია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის გატარება და შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება.

აკადემიური წერის ცენტრის ამოცანებია:

· აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლება;

· აკადემიური წერის სწავლების კოორდინირება და ერთიანი მიდგომების დანერგვის უზრუნველყოფა უნივერსიტეტის ყველა სკოლაში;

· კონკრეტული პროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე, დამატებითი აკადემიური სერვისების შეთავაზება და აკადემიური წერის უნარების განვითარება;

· პლაგიატის პრევენციის პოლიტიკის წარმართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

· უნივერსიტეტის სკოლებთან, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან, აკადემიურ/სამეცნიერო პერსონალთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან თანამშრომლობა.

დაინტერესებულ სტუდენტებსა და პროფესორებს შეუძლიათ მოგვმართონ შემდეგ მისამართზე: awc@ibsu.edu.ge