მეცნიერება & კვლევა

თანამედროვე სამართლის ჟურნალი

ზოგადი შესავალი

იურიდიული ფაკულტეტი უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიწოდებას ბაკალავრიატის და მაგისტრატურის დონეზე. ფაკულტეტზე აკადემიური და მოწვეული პერსონალი არის მაღალკვალიფიციური პროფესიონალები რომლების, მუშაობა მოიცავს სწავლებას სამეცნიერო-კვლევით კომპონენტთან ერთად. ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სახელმწიფო და კერძო სექტორთან ყველა სასწავლო დარგში, რაც შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესო საშუალებად ცოდნის დაგროვების მიზნით ემპირიული კვლევითი საქმიანობისთვის.

ამავდროულად, ფაკულტეტის სტუდენტები ახორციელებენ პრაქტიკულ მუშაობას პარტნიორ დაწესებულებებში როგორც ინდივიდუალურად, ასევე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში.

ყოველივე ზემოაღნიშნული ქმნის საფუძველს ცოდნის დაგროვების, მომავალი კვლევითი საქმიანობისა და მისი გაღრმავებისთვის, ყველა ხელმისაწვდომი მიმართულებით. ჩვენ ვგეგმავთ სამართლის ჟურნალის შექმნას ამ სფეროში შეუზღუდავი მრავალფეროვანი თემების შესახებ.

ძირითადი ინდიკატორები

ქართული სამართლის განვითარება ძალიან დინამიური პროცესია, რომელიც არ შეიძლება შემოიფარგლოს ვიწრო ეროვნული ჩარჩოებით. ქვეყნის ევროპული ორიენტაციისა და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, უნდა განვითარდეს ადგილობრივი სამართლებრივი სივრცე ჰარმონიზებულ და ერთიან სამართლებრივ ბაზაზე. ეს, უპირველეს ყოვლისა, მიიღწევა ევროპული კანონმდებლობის შესწავლით, პრაქტიკის ანალიზითა და ქართულ რეალობასთან ადაპტირებით. სამეცნიერო ფორუმის შექმნის მიზანია ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლის შეტანა.

Rარსებული სამართლებრივი სისტემის კვლევებს, რომლებიც შედარებითი მეთოდით უნდა წარიმართოს, პრიორიტეტს ანიჭებს სარედაქციო კომიტეტი. თუმცა, შესაბამისი ადგილი დაეთმობა ნაშრომებს სამართლის ისტორიასა და ფილოსოფიაში, სხვა მომიჯნავე დარგებთან ერთად შესრულებულ ნაშრომებთან ერთად.

მკვლევარების წრე

იმ პირთა წრე, რომელთა ნამუშევრები გამოქვეყნდება ჟურნალში, შეზღუდული არ არის. მისაღებია როგორც გამოცდილი მკვლევარების, ასევე დამწყებების ნამუშევრები. გამორჩეულად წახალისდება სტუდენტების მონაწილეობა კვლევებში და მათი შედეგების გამოქვეყნება. ჩვენ ასევე ღია ვართ ინტერდისციპლინური მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევებისთვის .

IBSU-ს სტუდენტებს ხელი შეეწყობათ პროექტში – “საქართველოს სასამართლო პრაქტიკის კვლევა” – ჩართვაში, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდება ჟურნალის სპეციალურ რუბრიკაში.

პერიოდულობა, მითითებები, ფორმატი

ჟურნალი გამოიცემა სულ მცირე წელიწადში ერთხელ. წარმოდგენილი მასალების მოცულობის გათვალისწინებით, განვიხილავთ სპეციალური პუბლიკაციების გამოცემას, რომელიმე კონკრეტული ქვესფეროს ან ავტორთა ჯგუფისთვის, განსაკუთრებით სტუდენტთა ფორუმისთვის.

გამოსაქვეყნებელ მასალებს უცხოელი სპეციალისტები დაარედაქტირებენ. რედაქტორთა საბჭო გადაწყვეტს სტატიის გამოქვეყნების საკითხს. საბჭო დაკომპლექტდება IBSU-ს აკადემიური პერსონალით, ასევე სხვა გამორჩეული სპეციალისტებით.

გამოცემა იქნება ორენოვანი: ქართული და ინგლისური. ხელმისაწვდომი იქნება ჟურნალის როგორც ნაბეჭდი ასლები, ისევე ონლაინ ვერსიები.

ჟურნალი მოიცავს შემდეგ რუბრიკებს:

სამეცნიერო სტატიები
პრაქტიკოს იურისტთა ფორუმი
სტუდენტების ფორუმი
გამორჩეული სამეცნიერო შრომების თარგმანები
სასამართლო პრაქტიკის ანალიზი
მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სიახლეები
მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციები

სტატიის წარსადგენად ნამუშევარი უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე : jcl@ibsu.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვეკონტაქტეთ:

ეკატერინე ბაქარაძე | ebakaradze@ibsu.edu.ge | +995 599 425 407 ვახტან ზაალიშვილი | vzaalishvili@ibsu.edu.ge | +995 596 555 955